რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 3 ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში"გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.