logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის სამხრეთს არავის დავუთმობთ, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია
- +

19 ივნისი. 2022. 12:20

 

 

„ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„მე ვბრუნდები სამხრეთიდან - მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაივის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს - სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პირველი პირი გუშინ მიკოლაევის შემდეგ, ოდესას ეწვია. მედიის ცნობით, მან საავადმყოფოში, ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner