გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. VII მიკრორაიონის N19 კორპუსთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტოჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ.
ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ და თიკა მახალდიანმა მიიღეს. საღამო კი ჯგუფმა „რეზო და ბავშვებმა“ დაასრულა.
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.