logo_geo
eng_logo
პოლიციამ გორში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

19 ივნისი. 2022. 16:08

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.

 

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner