სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აღმოჩენილ გახრწნილ ხორცს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დალუქულია, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადატანილი. არსებული ინფორმაციით, სანზონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში გახრწნილი ხორცი იპოვეს. მეზობლების ცნობით, ბინის მეპატრონე 40 წლამდე ასაკის ექიმი-თერაპევტია, რომელმაც გამომძიებლებს თავდაპირველად კარი არ გაუღო და ბინაში შესვლა ძალისმიერი მეთოდით მოუწიათ.