logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული გზით შეფუთული აქცია სინამდვილეში არის დესტაბილიზაციის წინასამზადისი და ეს „კინო“ უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი
- +

19 ივნისი. 2022. 19:54

"აქციის სხვადასხვა ჯურის თავკაცები ვერცერთი პარამეტრით ვერ ჩაითვლებიან ევროპულობის სიმბოლოებად ან მაგალითებად. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნისდროს და მის შემდეგაც. მათი ბიოგრაფიები არის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი," - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას. ის აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორებმა იციან, რომ ევროკავშირი გადაწყეტილებებს აქციების ზეგავლენით არ იღებს.

ჩემს ერთ-ერთ ბლოგში „20 ივნისის საზოგადოება“ ვუწოდე მათ, ვინც ამ თარიღის სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ახლაც, 20 ივნისს, ევროინტეგრაციის დროშით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ „მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვან“, „20 ივნისით არაფერი მთავრდება“, და ა.შ. მათ კარგად უწყიან, ისევე როგორც ყველა ჩვენ, რომ აქციების ზეგავლენით ევროკავშირი გადაწყვეტილებას არ ღებულობს და უკვე მიღებულს არ ცვლის.

მინიმუმ 3 მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქე 20 ივნისის აქციაზე არ მივიდეს. 1/ აქციის სხვადასხვა ჯურის თავკაცები ვერცერთი პარამეტრით ვერ ჩაითვლებიან ევროპულობის სიმბოლოებად ან მაგალითებად. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მის შემდეგაც. მათი ბიოგრაფიები არის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი. 2/ ევროპული გზით შეფუთული აქცია სინამდვილეში არის დესტაბილიზაციის წინასამზადისი და ეს „კინო“ უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისს, თუ როგორ გადაიქცა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად 3/ 20 ივნისის აქცია არის მცდელობა კიდევ ერთხელ ჩაძირონ საქართველო ხანგრძლივი დაპირისპირების და ქაოსის მორევში, გამომდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებით. გინდათ ეს?“ - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner