"ე.წ. შავი ხვრელები, ეს თემა ხელზე აქვს დახვეული ოპოზიციას და სხვა უამრავი ფაქტორი, რომელიც დაძაბულობას ქმნის პოლიტიკურ ველზე, რასაკვირველია, განაპირობებს დამატებით ინტერესს იმ გადმორიცხვების მიმართ, რაც ხოშტარიების ოჯახს აქვს," - ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„როდესაც რუსული ფაქტორი გრგვინავს მთელს მსოფლიოში და ახლა, აგერ სისხლში ამოახრჩო უკრაინა; როდესაც მისი გადმორიცხვები, ე.წ. შავი ხვრელები, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ოპოზიციას ეს თემა და უამრავი სხვა ფაქტორი, რომელიც დაძაბულობას ქმნის პოლიტიკურ ველზე, რასაკვირველია, განაპირობებს დამატებით ინტერესს იმ გადმორიცხვების მიმართ, რაც ხოშტარიების ოჯახს აქვს.
მანქანებზე შეხტომა, საღებავების შესხმა მთავრობის სახლის შესასვლელთან, უცებ შიმშილობის გამოცხადება და სხვა უამრავი რამ, ჰგავს იმას, რომ შენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქმედებ ისე, რომელიც რუსეთის ინტერესს შეესაბამება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.