logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია ხოშტარიაზე: ტექნიკური საკითხია როგორ შეიფუთება აგენტურის შესანახი ხარჯი
- +

19 ივნისი. 2022. 21:12

„დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიაზე გავრცელებულ სკანდალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია „იმედის კვირაში“ გამოეხმაურა.

მამების ცოდვებზე შილებმა პასუხი არ უნდა აგონ, მაგრამ როდესაც შვილები ზუსტად იმავე გზას მიუყვებიან, მაგალითად ახლა რასთანაც გვაქვს შემთხვევა, აქ უკვე სხვა რამეზეა საუბარი. რუსულ სპეცსამსახურებში არის ასეთი ტერმინოლოგია - потомственные агент, ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აგენტურის შესანახი ხარჯი როგორ შეიფუთება ტექნიკური საკითხია“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner