logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოლიგარქები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს
- +

19 ივნისი. 2022. 21:14

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო. „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე აქცენტს ჩამონათვალის ერთ-ერთ პუნქტზე - „დეოლიგარქიზაციაზე“ აკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ოლიგარქები ის ადამიანები არიან, ვინც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ძარცვავდა.

„ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner