logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: 12-13-ჯერ არის შემცირებული იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გადაიგზავნა
- +

19 ივნისი. 2022. 22:42

"ბოლო წლებში 12-13-ჯერ არის შემცირებული იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გადაიგზავნა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან სასამართლოს კუთხით საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

2008 წელს საქართველოს საერთო სასამართლოებში განიხილეს 18 500-მდე სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეებიდან ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი 0,1% კი არ არის, არამედ 0,0001 თუ 0,00001%-ია. მსგავსი რამ არ არსებობს არც 30-იანი წლების, არც 1937 წლის სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ კორეაშიც ნაკლებად იქნება მსგავსი ფაქტი.

დღეს გამამართლებელი განაჩენები რაოდენობა 5-დან 10%-მდე მერყეობს - სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. მკვეთრად დაიკლო წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებამ. სახელმწიფო აგებს უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქმე მიდგება ადმინისტრაციულ სასამართლოზე.

და ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი - 12-13-ჯერ არის შემცირებული იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაიგზავნა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner