logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მე ჩემი ქვეყნის ინტერესებზე შემტკივა გული და ბატონყმურ დამოკიდებულებას ვერავისგან შევეგუები! როგორ მოხდა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევებით დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას კანდიდატობას აძლევენ და ჩვენ არა?!
- +

19 ივნისი. 2022. 23:46

"სანამ ჩემზე ილაპარაკებთ, წარმოდგენა თუ გაქვთ NATO-ს ან ევროკავშირზე და მისი ღირებულებაზე? ნატო ჯერ კიდევ გუშინ ქალის სახელი გეგონათ... ახლა ყურადღებით მომისმინეთ: ზოგიერთი თქვენგანი ან დაბადებული არ იყო, ან სულაც რუსულ სკოლაში ან მოსკოვში სწავლობდა, როდესაც მე NATO-სა და EU სწავლებაზე თუ კონფერენციაზე საქართველოს, ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების სახელით გამოვდიოდი," - ასე მიმართავს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას.

ნიკოლეიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, მის შესახებ საუბრისას ფაქტებითა ილაპარაკონ, რადგან იგი ნატოს თავდაცვის კოლეჯის( NDC) და აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის (US Army CGSC) წარჩინებით კურსდამთავრებულია.

,,სანამ ჩემზე ილაპარაკებთ, წარმოდგენა თუ გაქვთ NATO-ს ან ევროკავშირზე და მისი ღირებულებაზე? ნატო ჯერ კიდევ გუშინ ქალის სახელი გეგონათ... ახლა ყურადღებით მომისმინეთ: ზოგიერთი თქვენგანი ან დაბადებული არ იყო, ან სულაც რუსულ სკოლაში ან მოსკოვში სწავლობდა, როდესაც მე NATO-სა და EU სწავლებაზე თუ კონფერენციაზე საქართველოს, ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების სახელით გამოვდიოდი. სხვათა შორის ნატოს თავდაცვის კოლეჯის (NDC) და აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის (US Army CGSC) წარჩინებით კურსდამთავრებული გახლავართ. ზოგიერთი დღეს ოპოზიციაში მყოფი, რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების დანახვაზე რომ ქვეშ ისვრიდა, მე მაშინ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი და მათი გაყვანის გრაფიკისა და გეგმის ერთ-ერთი ავტორიც ვარ.

რაც შეეხება ჩემს სავსებით სამართლიან და კრიტიკულ მოსაზრებებს, ცალკეული ევროპელების თუ ამერიკელების მიმართ, მე ჩემი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებზე შემტკივა გული და ბატონყმურ დამოკიდებულებას ვერავისგან შევეგუები! დავიჯერო თქვენ ვერ ამჩნევთ ორმაგ სტანდარტებს? როგორ მოხდა, რომ ყველა საერთაშორისო კვლევებით დსთ-ს წევრ მოლდოვასა და ომში მყოფ უკრაინას კანდიდატობას აძლევენ და ჩვენ არა... მაინცდამაინც, დსთ-ში უნდა შევიდეთ თუ ომი დავიწყოთ? 90-იანების, 2008 წლის ომი არ კმარა? თუმცა, დღეს ვინც ყველაზე მეტად ღელავს საზღვარზე არ გარბოდა?! სიები ამოიღეთ და გაასაჯაროვეთ! სააკაშვილს რომ იცავთ, არ იცით მიწაზე ფორთხვის მერე როგორ მიატოვა ბიჭების ცხედრები, რომ არა პატრიარქი, ვინ გააპატიოსნებდა გმირებს?! არც ის გსმენიათ, ლიახვის ხეობის სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა?! არც ის იცით, რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადაუფორმეს ომის მერე რუსებსა და ამართლებდნენ ფულს სუნი არა აქვსო... სია გაასაჯაროვეთ! თქვენგან განსხვავებით ვერცერთ ქვეყანას ვერ დაუდგები მონად, გავაკრიტიკებ ყველას, ვინც ჩემს ქვეყანასა და მის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ორმაგი და შერჩევით სამართლით ვინც მოქმედებს, ვითომ დიდ პოლიტიკას თამაშობს, რეალურად კი რუსეთთან ფარული გარიგებით მოქმედებს და უკვე მერამდენედ, მათ პირისპირ მარტო გვტოვებს. თქვენ, ჟურნალისტებს ვურჩევ, ჩემი სახელისა და გვარის ხსენებისას, ზრდილობა და კორექტულობას მოუხმოთ, ჩემს შესახებ საუბრისას ფაქტებითა და მტკიცებულებებით ილაპარაკოთ. ბევრი თქვენგანი ძალიან კარგად მიცნობთ და ისე ნუ გააკეთებთ, ჩემთან პირადად შეხვედრისას თავის დახრა მოგიწიოთ!“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner