logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მიზანი არა კანდიდატობა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაა
- +

20 ივნისი. 2022. 00:39

"კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კანდიდატობას არაფერი განსაკუთრებული არ მოაქვს, ჩვენი მიზანი არა კანდიდატობა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამისათვის საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელ გზასაც ჩვენ ვადგავართ. კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გვაჩვენა, რომ ამას საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს, რომ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც წინასაარჩევნო პროგრამაშიც კი ჰქონდა ჩაწერილი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. არც ერთი სხვა პარტია, დღეს რომ მჯიღს იცემენ გულზე, რომ ისინი არიან ყველაზე პროევროპულები, არც ერთს პოლიტიკური განაცხადიც კი არ ჰქონდა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში. აქედან გამომდინარე, ეს გზა თუ ვინმემ დასახა, არის სწორედ „ქართული ოცნება“ და მთავარია ამ გზას მივყვეთ. კანდიდატობა დღეს თუ ხვალ, აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner