"როდესაც მე გახლდით პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში, როდესაც ჩამოდიოდნენ მეგობრობის ჯგუფები და ჩამოდიოდნენ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, ბათუმის თუ თბილისის საუკეთესო სასტუმროებში აჩერებდნენ, ორდენებს აძლევდნენ," - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კარგად მახსოვს პარლამენტში რომ გამოვიდა პოლონელი დეპუტატი, გავრად ლიზეკი, დაიწყეო მოყოლა და შეფასება საქართველოსი. მეგონა, რომ სხვაგან გადავსახლდი და მინიმუმ დანია ვართ. მარტენსი რომ წერს, 2008 წლის შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში და საოცარი რეფორმები მიმდინარეობსო, ერთი რეფორმა დამისახელონ 2008 წლის შემდეგ ჩატარებული. ეს ხომ ტყუილია. მათ არ იციან ცნობილი გამოცემების პუბლიკაციების ნიაღვარი სააკაშვილის რეჟიმზე? ხომ იციან. როგორ იჩერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ასოცირებულ პარტიას, როგორ მოხდა, რომ ბოკერიას „ევროპული საქართველოც“ ავტომატურად ასოცირებული პარტია გახდა. როდესაც მოუწოდებ ქვეყანას, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, რატომ ხუჭავ თვალს იმაზე, რომ ეს პარტია ამბობს, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება დღესვე, გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში და დავასრულოთ ყველაფერი. ევროპარლამენტი რეზოლუციით ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმ პარტიასთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ ცნობს არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელჩმა და ყველა ორგანიზაციამ ცნო 2020-ის არჩევნები, სთხოვენ ამ პარტიასთან იყოს ნაკლებად პოლარიზებული. ესენი როგორ უნდა იყვნენ ნაკლებად პოლარიზებულები, გადადგნენ, წავიდნენ და ისინი მოვიდნენ ხლეისუფლებაში? “, - განაცხადა მამრაძემ.