logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან საქართველოზე ადრე დაიწყო, მაგრამ შეთანხმებები ჩვენთან უფრო ადრე შევიდა ძალაში
- +

20 ივნისი. 2022. 01:28

"ევროკომისიის რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები ისედაც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შევათანხმეთ ევროკავშირთან," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის წაყენებული პირობები მსგავსია.

ამასთან, პაპუაშვილი იხსენებს, რომ საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ უკრაინაზე გვიან დაიწყო, თუმცა შედეგი კიევზე ადრე მიიღო.

ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით უკრაინასთან მოლაპარაკება დაიწყო საქართველოზე 3 წლით ადრე. ჩვენთან 3 წლით გვიან დაიწყო მოლაპარაკება და ჩვენ დავასწარით უკრაინას. ჩვენთან უფრო ადრე შევიდა ძალაში ასოცირების შეთანხმება, ვიდრე უკრაინასთან. ვიზალიბერალიზაციაზე 4 წლით ადრე დაიწყო ევროკავშირმა მოლაპარაკება და ნახევარი წლით ადრე შევიდა ჩვენთან ძალაში ვიზალიბერალიზაცია. ამიტომ, ეს არ არის პირველი შეთანხმება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner