„უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„მათ (რუსულ ძალებს) აქვთ უპირატესობა არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში. ჩვენს მეომრებს ეს არ აშინებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. დროდადრო კონტრშეტევებს ვახორციელებთ, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და მისი დასრულებისგან შორს ვართ“, - განაცხადა დანილოვმა.
მან დასძინა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება დაძაბული და რთულია.