logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია რუსუდან ფეტვიაშვილს: 26 მაისს ხალხის ცხედრები სახურავებზე რომ შემოაწყვეს, მიხვედი და მედალი მიიკარი გულზე, ახლა გინდა აქციაზე მიდი, გინდა ციხეში შედი და მიუწექი გვერდით შენს საყვარელ ავადმყოფ, ბოროტ ჯალათს
- +

20 ივნისი. 2022. 11:59

 

 

„რუსთაველი სისხლით იყო მორწყული, მიხვედი და მედალი მიიკარი გულზე მანიაკისგან და ჯალათისგან. ერთი სიტყვა არ დაგცდენია წარმოუდგენელ და უსაზღვრო ბოროტებაზე რაც იქ ჩაიდინეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებული, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილის შემდეგ დღეს პირველად გადის აქციაზე.

 

„26 მაისს ხალხის ცხედრები სახურავებზე რომ შემოაწყვეს და რუსთაველი სისხლით იყო მორწყული, მიხვედი და მედალი მიიკარი გულზე მანიაკისგან და ჯალათისგან. ერთი სიტყვა არ დაგცდენია წარმოუდგენელ და უსაზღვრო ბოროტებაზე რაც იქ ჩაიდინეს. ახლა გინდა აქციაზე მიდი, გინდა ციხეში შედი და მიუწექი გვერდით შენს საყვარელ ავადმყოფ, ბოროტ ჯალათს“, - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner