„რუსთაველი სისხლით იყო მორწყული, მიხვედი და მედალი მიიკარი გულზე მანიაკისგან და ჯალათისგან. ერთი სიტყვა არ დაგცდენია წარმოუდგენელ და უსაზღვრო ბოროტებაზე რაც იქ ჩაიდინეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებული, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილის შემდეგ დღეს პირველად გადის აქციაზე.
„26 მაისს ხალხის ცხედრები სახურავებზე რომ შემოაწყვეს და რუსთაველი სისხლით იყო მორწყული, მიხვედი და მედალი მიიკარი გულზე მანიაკისგან და ჯალათისგან. ერთი სიტყვა არ დაგცდენია წარმოუდგენელ და უსაზღვრო ბოროტებაზე რაც იქ ჩაიდინეს. ახლა გინდა აქციაზე მიდი, გინდა ციხეში შედი და მიუწექი გვერდით შენს საყვარელ ავადმყოფ, ბოროტ ჯალათს“, - წერს დაჩი ცაგურია.