ფაქტს, რომ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ოჯახს ფული რუსული თეატრიდან ერიცხება, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დადებითად აფასებს.
„კარგია მერე, რომ თეატრიდან რომ იღებს {შემოსავალს}. ელენე ხოშტარიას წინაპრები, იცით, ვინ იყვნენ, ხომ?“ - განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „იმედის კვირას“ .
შეკითხვაზე, არის თუ არა ეს გამართლება რუსული ფულის ასაღებად, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეს თანხა საავტორო უფლების საპატენტო შემოსავალია.
„საპატენტო შემოსავალია საავტორო უფლების, ამიტომ ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.