„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მიუღებელია გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელი შეფასებები და თუ თანხა მას მემკვიდრეობით ეკუთვნის, ეს მისი გადასაწყვეტია.
„მემკვიდრეობით თუ მას ეკუთვნის, ეს მისი გადასაწყვეტია. გოგი ხოშტარიას შეურაცხმყოფელი შეფასებები არის მიუღებელი და წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს, რომ ეს კაცი არის სწორედ ის ადამიანი, ვისაც საბჭოთა კავშირი და უშიშროების კომიტეტი ებრძოდა, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და ის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის“, - განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ „იმედის კვირას“.