logo_geo
eng_logo
გონიოს სანაპიროზე ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან
- +

17 აგვისტო. 2016. 15:18



გონიოს სანაპიროზე, სადაც ზღვაში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.


ერთ-ერთი სამხედროს ოჯახის ახლობლის განცხადებით, მათთვის ეს პირველი წვრთნა არ იყო, ანალოგიურ წვრთნებში უკვე ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა.


ოჯახის ახლობელი ქალბატონის თქმით, წვრთნების დროს ზღვაზე ექვსბალიანი ღელვა იყო გამოცხადებული და ეს გარემოება ხელმძღვანელობას უნდა გაეთვალისწინებინა და წვრთნები გადაედო.


სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner