„კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ოპოზიციის მოსაზრებებს, მე მესმის მათი იმედგაცრუება, რომ ისინი ელოდნენ მათი დესტრუქციული გეგმების სისრულეში მოყვანას“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
„მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება იქნება თვისობრივად და შინაარსობრივად იმავე შინაარსის მატარებელი და შესაბამისად, ის, რა კომენტარებიც გაკეთდა ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად, კვლავაც აქტუალური და კვლავაც ძალაში მყოფია. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ საქართველო გააგრძელებს ახალი სტატუსით წინ გადადგმულ უზარმაზარ ნაბიჯს ინტეგრაციის მიმართულებით.
კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ოპოზიციის მოსაზრებებს, მე მესმის მათი იმედგაცრუება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ელოდნენ მათი დესტრუქციული გეგმების რეალურად სისრულეში მოყვანის შესაძლებლობების გაჩენას, რაც არ მოხდა და ახლა ცდილობენ, რომ რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით თქვან და დააჯერონ ქართული საზოგადოება, რომ ეს არის ნეგატიური გადაწყვეტილება საქართველოსთვის. სინამდვილეში ეს ასე არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.