„ქართველ საზოგადოებას განვითარების, წინსვლის ორიენტირად რუსეთი კი არა, ევროპა ჰყავს. ამ გზაზე საქართველოს შეუძლია სიკეთის შეტანა ევროპის სივრცეში“, - აღნიშნული განცხადება პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„არასდროს არავის უპირობო მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, სწორედ სასამართლოს შესახებ მქონდა ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირება.
არავინ დავობს, რომ საქართველოში უამრავი პრობლემაა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო, მაგრამ ამ პრობლემებს საქართველო ევროპასთან ერთად უფრო მარტივად მოაგვარებს, ვიდრე მისგან მოშორებით“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.