logo_geo
eng_logo
მარიამ გულედანი: უნდა დაისვარო ხელები! სუფთად არ ხდება… – ასე დგომით და პლაკატის ჭერით არაფერი იცვლება
- +

20 ივნისი. 2022. 14:32

 

 

„ახლა ჩვენ რომ გვმართავს ვიღაც ბიძინა ივანიშვილი და მისი რაღაც ბანდა, რომელიც იქ ზის სადღაც პარლამენტში და უბრალოდ იმიტომ არის იქ, რომ ალბათ ძალაუფლების და ფულის მოხვეჭა უნდათ, ეგეთი ხალხი კი არა, მეფეები და იმპერატორები ჩამოუგდია ხალხს. იგივე საფრანგეთში მოხდა, ოღონდ ეს ყველაფერი არ ხდება ისე, გამოვალ, „ფეისბუქზე“ დავაყენებ რაღაც უკრაინის „ფრეიმს“ და თავისუფლების „ფრეიმს“, მერე დავწეროთ „დიდება თავისუფლებას“ და მორჩა, უნდა დაისვარო ხელები! სუფთად არ ხდება“, – ამის შესახებ მომღერალ აჩიკო გულედანის შვილმა მარიამ გულედანმა ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რით უნდა დაისვარო?, გულედანმა უპასუხა:

 

„სისხლით-თქო, ხომ არ ვიტყვი? მაგას ვერ ვიტყვი ვერანაირად, მაგრამ, რაღაცა უნდა გააკეთო. ასე დგომით და პლაკატის ჭერით არაფერი არ იცვლება“,  – აღნიშნა მარიამ გულედანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner