logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით აღარ მიმართავს
- +

17 აგვისტო. 2016. 15:20



„პარტიაცენტრისტებთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური მიზანშეწონილობა აღარ გააჩნია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.


ვოლსკის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარტია „ცენტრისტებს" არ ჰყავს უფლებამოსილი პირი, მხარე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა იყოს წარმოდგენილი, საკონსტიტუციო სარჩელის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.


სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. საკონსტიტუციო სარჩელის შეტანით კი ამ პარტიას, რომელიც როგორც პარტია, ფაქტობრივად, არ არსებობს, მხოლოდ გავაცოცხლებთ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ვოლსკიმ.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრთამ გააკეთა განაცხადი „ცენტრისტებთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების თაობაზე, რომლითაც პარტიის გაუქმება იყო მოთხოვნილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner