ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართა. ღონისძიებას აღსაზრდელებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიების მხატვრული პროგრამა სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა. ბავშვებმა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ 45 წლის იუბილე მიულოცა ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის გამგეს დალი კოტეტიშვილს, რომელიც დაარსებიდან დღემდე 45 წელი წარმატებით ხელმძღვანელობს საბავშვო ბაღს და ერთ-ერთი საუკეთესოა კასპის მუნიციპალიტეტში.