„ამ ფლიდებმა გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია, ხოლო უკრაინა ომშია ჩართული, ისინი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და საქართველო არაო და ისინი - რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა დღეს აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„დღევანდელი აქცია რომ ევროინტეგრაციას არ ემსახურება, ფაქტია, მით უმეტეს, უკვე ისმის რევოლუციური, სახელმწიფოს გადატრიალების მოწოდებები - საწინააღმდეგოდ იმისა, რაც ევროკომისიამ მოგვიწოდა - პოლარიზაციის შემცირება! აქ, ამ აქციაზე კი, პირიქით პოლარიზაციის გაღრმავებას ვნახავთ აუცილებლად! ხოლო ჩვენი ქვეყნის მოძულე, ნაცკლასტერის ლობისტი ევროპარლამენტარების გამოსვლა დღევანდელ აქციაზე - არათუ ამ აქციის, არამედ ნებისმიერი აქციის შეურაცხყოფაცაა! აი, ამ ფლიდებმა გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია, ხოლო უკრაინა ომშია ჩართული, ისინი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და საქართველო არაო და ისინი - რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა დღეს აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ. ამხ. მიხეილ გორბაჩოვიც ჩართეთ, 9 აპრილის შემდეგ ლამის მთელ დასავლეთს წამყვანი ჟურნალების წინა გვერდზე ჰყავდათ გამოსახული როგორც დიდი დემოკრატი! ფოტიგები, კუბილიუსები, პავილიონისები, გრეგორევები და იუკნევიჩიენები, დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე თვლიან გორბაჩოვს, ჰოდა, ბარემ ერთად გაერთიანდით!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.