logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღევანდელი აქცია ოპოზიციის მოღვაწეობის მორიგი შავი ფურცელია
- +

20 ივნისი. 2022. 18:34

 

 

„დღევანდელი აქციის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. როგორც იტყვიან, აქციას „კოჭებში“ ეტყობა, რომ პარტიული აქციაა და მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, რადგან შეუძლებელია, ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბროს ძალა, რომლის ლიდერიც ევროპულ სასამართლოს დამნაშავედ ჰყავს მიჩნეული, ან ძალა, რომლის ბანკშიც ადამიანის ექსპლუატაცია ხდება და ყველა ევროპული სტანდარტი დარღვეულია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე რუსთაველზე 20 ივნისს დაგეგმილ აქციას.

 

მისი თქმით, ოპოზიცია არა სახელმწიფოს მხარდასაჭერად, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანდა.

 

„დღეს სწორედ მათ სურთ, საზოგადოებას ევროპულ მისწრაფებებზე და ღირებულებებზე ესაუბრონ. მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა, ისინი თეთრს და შავს კარგად არჩევენ და მარტივად არ მოტყუვდებიან. რაც შეეხება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს, ჩვენი ევროპული პერსპექტივა სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში განხორციელებული ძირეული ცვლილებების შედეგია, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. როგორც ჩანს, ევროკავშირის წარმომადგენლები კარგი გამგონები ვერ აღმოჩნდნენ, მათ საქართველოს პროგრესზე თვალი დახუჭეს და პირადი ინტერესით იმოქმედეს. მჯერა, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის პოზიტიური იქნება. შეცდომა, რომელიც ევროკომისიამ დაუშვა, გამოსწორდება. დღევანდელი აქცია ოპოზიციის მოღვაწეობის მორიგი შავი ფურცელია, მათ საკუთარ ეგოს ვერ აჯობეს და არა სახელმწიფოს მხარდასაჭერად, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანდნენ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner