logo_geo
eng_logo
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი პარტიის წევრები უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობის ძალისხმევის შერყევასა და ევროკავშირში რომის პოზიციის შესუსტებაში დაადანაშაულა
- +

20 ივნისი. 2022. 20:06

 

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ საკუთარი პარტიის „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობის ძალისხმევის შერყევასა და ევროკავშირში რომის პოზიციის შესუსტებაში დაადანაშაულა.

 

დი მაიომ განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა დაიცვას დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებები და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველას სურს მშვიდობა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომს ეძებს.

 

იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, უკრაინას იარაღს აწვდის, რათა დაეხმაროს მას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში, თუმცა დი მაიოს პარტიის ნაწილი არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

 

მინისტრის თქმით, ამის საპასუხოდ, პარტიის წევრებმა მის მიმართ სიძულვილი გამოხატეს და იტალიის მთავრობას რეპუტაცია შეულახეს ევროპელ პარტნიორებთან.

 

„ეს არის გაუაზრებელი დამოკიდებულება, რომელიც მიდრეკილია დაძაბულობისა და არასტაბილურობის შექმნისკენ მთავრობაში“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner