logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ
- +

20 ივნისი. 2022. 20:20

 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასაც მიანიჭონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Budapest Times-ი ავრცელებს.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის თქმით, ვიქტორ ორბანმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის, ბულგარეთის, ესტონიის, მალტისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებთან.

 

უნგრეთის პრემიერი დაეთანხმა უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგივე სტატუსი საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner