logo_geo
eng_logo
ბაიდენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ევროპაში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, სავარაუდოდ არ ეწვევა უკრაინას
- +

20 ივნისი. 2022. 20:53

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ევროპაში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, სავარაუდოდ არ ეწვევა უკრაინას.

 

„ეს დამოკიდებულია გარემოებებზე“, - განაცხადა ბაიდენმა კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინაში ვიზიტს და დასძინა, რომ მას არ სურს „უკრაინელებისთვის დამატებითი სირთულეების შექმნა“.

 

კიდევ ერთ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ის უკრაინაში გაემგზავრება, ვიდრე გერმანიასა და ესპანეთში G7-ისა და ნატოს სამიტებზე იქნება, ბაიდენმა უპასუხა: „ამ მოგზაურობისას, ეს ნაკლებად სავარაუდოა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner