logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაძისა და ლეგენდარული ლი რიტენურის კონცერტების სერია ნიუ იორკში
- +

17 აგვისტო. 2016. 16:02


 

16-21 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ჯაზ-კლუბში „ბლუ ნოუთი" (Blue Note, NY), ცნობილი ქართველი  ჯაზ-შემსრულებელი, არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, იამაჰას ჯაზ-არტისტი  გიორგი მიქაძე, გრემის მფლობელ და 19-ჯერ ნომინირებულ გიტარისტ ლი რიტენურთან ერთად, კონცერტების სერიას გამართავს.



„ბლუ ნოუთის" სცენაზე ლი რიტენურისა და გიორგი მიქაძესთან ერთად იქნებიან 10 გრემის მფლობელი,  ამერიკელი პიანისტი, არანჟირების ავტორი და კომპოზიტორი დეივ გრუზინი,  ვირტუოზი ბასისტი ტომ კენედი,   დასარტყამ ინსტრუმენტებთან კი თავად ლის ვაჟი - ვესლი რიტენური იქნება.


ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გიტარისტის ლი რიტენურის უშუალო მონაწილეობით, წლების მანძილზე იქმნებოდა თანამედროვე, ავანგარდული თუ პოპ-მუსიკის მიმდინარეობები, მათი ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გიორგიმ 2014 წელს გაიმარჯვა ლი რიტენურის მიერ დაარსებულ კონკურსში -  „Six String Theory Music Competition". სწორედ მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა პიანისტს შორის  მაესტრომ არჩევანი ქართველ ჯაზ-შემსრულებელზე გააკეთა.




http://www.bluenote.net/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner