ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებას, სადაც დაგმობილია დეზინფორმაცია, თითქოს პარაოლიმპიური კომიტეტი 20 ივნისის აქციას უერთდება და ფეიკნიუსის გამავრცელებელ მედიას მიმართავს: მოგვეცით მშვიდად ვარჯიშის და განვითარების საშუალება და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
შეგახსენებთ, რომ ფეიკგვერდზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარაოლიმპიური კომიტეტი უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც დაგმობილია ცრუ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ: “საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი არასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!“