logo_geo
eng_logo
სადგურ მეტეხში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

21 ივნისი. 2022. 15:54

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის მოსწორების სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგაც უკვე მოასფალტების სამუშაოები დაიწყება.

 

მიმდინარე წელს სადგურ მეტეხში ახალი, თანამედროვე სტანდარტების  საბავშვო ბაღი აშენდა, რომლის მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

გზის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი” ახორციელებს.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე  224 242 დაიხარჯება.

 

საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურით დასახლების ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner