logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის - მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხები
- +

21 ივნისი. 2022. 16:08

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას, რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

 

„პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად გაარკვიონ, თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის.

 

დასაწყისისთვის საკმარისი იქნება 3 კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული  პასუხი.

 

რა საბუთები და პროცედურები გვჭირდებოდა და გვჭირდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად?

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner