თბილისში ტემპერატურის მატებასთან ერთად VELI.store კომფორტს ახლა უკვე აგარაკზეც შეგიქმნით.
VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა.
ამ მიზნით, VELI.store-მ ინოვაციური სერვისი შექმნა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქალაქის სიცხესა და ქაოსს გაექცეთ, თან ისე, რომ საყიდლებისთვის უკან დაბრუნება არ მოგიწიოთ.
სერვისს ანალოგი საქართველოში აქამდე არ ჰქონია, რასაც მომხმარებელი კეთილგანწყობითა და დიდი მოლოდინებით შეხვდა. ახლა მათთვის აგარაკზე დასვენება მეტ განტვირთვასთან და ნაკლებ სანერვიულოსთან ასოცირდება.
ვებგვერდზე არსებული 12 კატეგორიიდან, შეძლებთ, შეარჩიოთ პროდუქტები:
მაშინაც კი, თუ თქვენი ზაფხული მაინც სამუშაოსთანაა დაკავშირებული და დასვენება მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებთ, VELI. store-ის დახმარებით ამ დღეებს მხოლოდ განტვირთვისთვის გამოიყენებთ, რადგან სასურველ პროდუქტებს შაბათ-კვირასაც, მხოლოდ 3 საათში მიღებთ.
ვებგვერდის შექმნისას გუნდმა გაითვალისწინა მომხმარებლის განწყობა ონლაინ შოპინგის მიმართ და მაქსიმალურად გაამარტივა რეგისტრაციისა და პროდუქტის შეძენის პროცესი.
შედეგად, შეგიძლიათ, თქვენთვის მოსახერხებელ 3 საათში აგარაკზე გქონდეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ.
ამჟამად, VELI.store-ის სერვისით სარგებლობა, თბილისის გარშემო, 13 ლოკაციაზე შეგიძლიათ. მათ შორის: საგურამო, წიწამური, მცხეთა, წყნეთი, ზედა და ქვედა კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წოდორეთი, მუხათწყარო, თხინვალა, ნაფეტვრები, შინდისი და წავკისი.
შეთავაზების ფარგლებში, თქვენს პირველ შენაძენს 10₾-ით ნაკლებად მიიღებთ. მეტი დეტალი ნახეთ აქ.