logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები
- +

21 ივნისი. 2022. 19:16

 

ნატოს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!-   ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების შესახებ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებს.

 

უტრირებულია და მიზანმიმართულად დამახინჯებულია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ინტერპრეტაცია ნატოში გაწევრიანებაზე თითქოსდა უარის თქმის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი, ეს არის ნატოს წევრი ქვეყნების მოსაზრება. სწორედაც რომ 15 წელიწადია გვესმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, წევრები ქვეყნების ლიდერებისგან ის, რაც დღეს თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დოჰაში (კატარი).

 

ნატოს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას! მეტიც, საქართველო არასოდეს განიხილავს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის მოსაზრებას (ამას ალიანსის მაღალჩინოსნები არ იზიარებენ), რომ თითქოს გაწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი [ყველა ერთისათვის] დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება.

 

არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ვიმეორებ - ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები. თუ მავანს არ მოწონს არსებული მთავრობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა და აღქმის უნარი დაიბლაგვოს”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner