logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი: ბრიტანეთი განაგრძობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას
- +

21 ივნისი. 2022. 20:09

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი განაგრძობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას.

 

ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას მეტი იარაღი მივაწოდოთ, რუსეთს მეტი სანქციები დავუწესოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის გაძევებაში“, - აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთიდან საქონლის იმპორტის აკრძალვას მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ რუსეთი სრულად გავიდა უკრაინიდან“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner