საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საბურთალოს რაიონში ხეების გაჩეხვის ფაქტს ეხმაურება:
„გულთ გონს ხართ?! ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ, რომ მალე მართლა უჟანგბადოდ დავრჩებით ჩვენც და ჩვენი შვილებიც?!
მე კი ვცხოვრობ ტყეში, მარა ეს შველის საქმეეს? მართლა ყველა ხომ არ უნდა გაიქცეს ქალაქიდან?!
ცოტაა ისეთი ტერიტორიები, სადაც კორპუსის ასაშენებლად ხის მოჭრა არ არის საჭირო?! არცერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან გამწვანებას! პირიქით ყველგან განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით პატრონობენ მწვანე საფარს!
თან თუ ეს მართლა ვერცხლისფერი ნაძვებია, იცით, რამდენი დრო სჭირდება ნერგის ხედ გადაქცევაას?"- წერს პირველი ლედი.
დღეს, 17 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები გაჩეხეს. ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.