logo_geo
eng_logo
მაკა ჩიჩუა: გულთ გონს ხართ?!
- +

17 აგვისტო. 2016. 17:53



საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საბურთალოს რაიონში ხეების გაჩეხვის ფაქტს ეხმაურება:



გულთ გონს ხართ?! ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ, რომ მალე მართლა უჟანგბადოდ დავრჩებით ჩვედა ჩვენი შვილებიც?!

 

მე კი ვცხოვრობ ტყეში, მარა ეს შველის საქმეეს? მართლა ყველა ხომ არ უნდა გაიქცეს ქალაქიდან?!

 

ცოტაა ისეთი ტერიტორიები, სადაც კორპუსის ასაშენებლად ხის მოჭრა არ არის საჭირო?! არცერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან გამწვანებას!  პირიქიველგან განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით პატრონობენ მწვანე საფარს!

 

თან თუ ეს მარლა ვერცხლისფერი ნაძვებია, იცით, რამდენი დრო ჭირდება ნერგის ხედ გადაქცევაას?"- წერს პირველი ლედი.




დღეს, 17 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები გაჩეხეს. ყოფილი სისხლის გადასხმის ინტიტუტის ტერიტორიაზე ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner