logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: როგორი უტიფრობაა, ქვეყნის მთავრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას კონსტიტუციით ამყარებს და „სემსოროკზე“ მოცეკვავე ქართველი მამულიშვილები ანტისაოკუპაციო ტრაფარეტებით დარბიან
- +

21 ივნისი. 2022. 21:05

არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა, რომ ნატოში ჩვენი სრული ინტეგრაცია, დეოკუპაციისა და საქართველოს სრული ტერიტორიული გაერთიანებითაა შესაძლებელი, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძეპრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების ირგვლივ გაკეთებულ არასწორ შეფასებებს.

 

ლяკა რუბლოვნა რომ ღალატზე ისაუბრებს, რა სირცხვილია... ახალ ნარატივს გამოაცხობენ ახლა მავნებელი რადიკალები: ეს განცხადება ნატოზე უარს ნიშნავსო... რა ხდება სინამდვილეში:

 

1) ნატოს კოლექტიური თავდაცვა ანუ მე-5 პუნქტი ვრცელდება წევრი ქვეყნის ტერიტორიის მთელ იურისდიქციაზე. ამ შემთხვევაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გარდა ამისა, საქართველოს შემთხვევა უფრო კომპლექსურია რუსული ფაქტორის გამო...

 

2) ერთადერთი პრეცედენტი, წევრი პრობლემური ქვეყნისა იყო გერმანიის გაყოფილი ორი სახელმწიფო, თუმცა ეს მოხდა მე-20 საუკუნეში და ამისთანა ვერსია აღარ განმეორებულა...

 

3) ბევრი მაღალჩინოსანი და საერთაშორისო წარმომადგენლობის დიპლომატი საუბრობდა ვერსიის უტოპიურ არსზე, რომ წარმოუდგენელია გერმანიის მაგალითით საქართველოს ალიანსში გაწევრიანება...

 

ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა, რომ ნატოში ჩვენი სრული ინტეგრაცია, დეოკუპაციისა და საქართველოს სრული ტერიტორიული გაერთიანებითაა შესაძლებელი...

 

ერთი რიტორიკული კითხვა რადიკალებს: -თქვენ თუ ხართ თანახმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისა? წარმოუდგენელია, თუმცა ჰიპოთეტურად მაინც რას ფიქრობთ?...

 

P.S. ისე, როგორი უტიფრობაა ქვეყნის მთავრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას კონსტიტუციით ამყარებს და „სემსოროკზე" მოცეკვავე ქართველი მამულიშვილები ანტისაოკუპაციო ტრაფარეტებით დარბიან”, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner