“ის, რაც დღეს პრემიერმა თქვა NATO-სა და საქართველოსთან დაკავშირებით უბრალოდ 2×2=4. დიახ, საქართველო თუ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მხოლოდ თავის სრული ტერიტორიებით-აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი! სხვათა შორის, ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„გადაამოწმეთ, ჰკითხეთ გენერალურ მდივანს! ხომ გყავთ/გაქვთ თქვენი ტელევიზიები?! თუ ოპოზიციას ან სხვა შარლატანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ აინტერესებთ, ან საქართველოს ნაწილად არ მიაჩნიათ თქვან პირდაპირ: მათ გარეშე NATO-ში [გაწევრიანება], ფაქტობრივად მათ აღიარებას ნიშნავს!” - წერს ნიკოლეიშვილი.
„ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მოსაზრება“, - ამის შესხებ ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.