logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ოპოზიციას ან სხვა შარლატანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ აინტერესებთ პირდაპირ თქვან. მათ გარეშე NATO-ში გაწევრიანება ფაქტობრივად მათ აღიარებას ნიშნავს
- +

21 ივნისი. 2022. 21:19

ის, რაც დღეს პრემიერმა თქვა NATO-სა და საქართველოსთან დაკავშირებით უბრალოდ 2×2=4. დიახ, საქართველო თუ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მხოლოდ თავის სრული ტერიტორიებით-აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი! სხვათა შორის, ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილ სოციალურ ქსელში.

 

გადაამოწმეთ, ჰკითხეთ გენერალურ მდივანს! ხომ გყავთ/გაქვთ თქვენი ტელევიზიები?! თუ ოპოზიციას ან სხვა შარლატანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ აინტერესებთ, ან საქართველოს ნაწილად არ მიაჩნიათ თქვან პირდაპირ: მათ გარეშე NATO-ში [გაწევრიანება], ფაქტობრივად მათ აღიარებას ნიშნავს!” - წერს ნიკოლეიშვილი.

 

ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მოსაზრება“, - ამის შესხებ ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner