"თუ ევროპაში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას საშუალოდ ორი გრადუსით შევამცირებთ, Nord Stream-ის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერლაიენმა ესპანურ გამოცემა El Diario-სთან ინტერვიუში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულის შესამცირებლად ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კერძოდ, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა REPowerEU-ს გეგმა, რომელიც ენერგორესურსების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს.
„ჩვენ გავთავისუფლდით [რუსული] ნახშირისგან. რუსული ნავთობის 90%-ის ლიკვიდაციას ვახდენთ, ხოლო REPowerEU-ის სტრატეგია რუსულ გაზს ჩაანაცვლებს.
ჩვენ უკვე შევამცირეთ 30%-ით რუსული გაზის მიწოდება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. ასე რომ, სწორ გზაზე ვართ, რათა მოვიშოროთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.