„ძველ დროში ბერძენიშვილი, მე და ალბათ ყველანი პირდაპირ ვიყავით „შნურით" მოსკოვზე მიერთებული და ახლა „ოცნებელმა" კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსკოვთან პირდაპირი კავშირი დავკარგეთ და თურმე ნინო ბურჯანაძის გავლით გვაქვს კავშირი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელთა" სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„მაშინ ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, როცა თურმე ლევან ბერძენიშვილი „შნურით" იყო მოსკოვზე მიერთებული და ახლა „ოცნებელი" კოლეგები გველაპარაკებიან ამას?! როგორც ჩანს, ახლა პირდაპირი კავშირი აღარ გვაქვს, ეს არის განსხვავება - ძველ დროში ბერძენიშვილი, მე და ალბათ ყველანი პირდაპირ ვიყავით „შნურით" მოსკოვზე მიერთებული, ახლა „ოცნებელმა" კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსკოვთან პირდაპირი კავშირი დავკარგეთ და ნინო ბურჯანაძის გავლით გვაქვს კავშირი თურმე - ეს აღმოაჩინეს ამ 4 წლის განმავლობაში. ბარაქალა!" - ასე გამოეხმაურა უსუფაშვილი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, რომლის შეფასებით, საქართველოს „უბლოკო სტატუსის" შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, ხოლო მეორე მხრივ, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილია.