logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ფსევდო-პატრიოტებს და ფსევდო-მედასავლეთეების გასაგონად! საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი არის სწორედ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა
- +

22 ივნისი. 2022. 00:08

"ფსევდო-პატრიოტებს და ფსევდო-მედასავლეთეების გასაგონად! საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი არის სწორედ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, და ეს განახორციელა და გააფორმა სწორედ რუსეთმა 2008 წელს", - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შესაბამისად, გნებავთ ირაკლი ღარიბაშვილი გნებავთ ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც რეალისტურად უყურებს სიტუაციას და ილუზიებში არ დაფრინავს, ვერ ეტყვის ვერც ჩვენს მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო აუდიტორიას ტყუილს, რომ თითქოს საქართველოს მისი ოკუპირებული რეგიონებით ალიანსში მიიღებენ. ვინც ამას ამბობს, არის ან უბრალოდ ბრიყვი ან ჩვეულებრივი ცრუპენტელა. მოსინჯეს მავანთ ვარიანტი, რომ ნუ განავრცობთ ნატოს მე-5 მუხლს სეპარატისტულ რეგიონებზე და მაშინ შეიძლება მიგიღოთო. თუმცა, თავად ნატოში უარყვეს ეს იდეა. ყელყელაობას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ცოტა ჭკუას ძალას თუ დაატანთ არ გაწყენდათ! P.S. და კიდევ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ოკუპირებული რეგიონებით, უკრაინას ან მოლდოვას ევროკავშირში მიიღებენ, ძალიან ღრმად ცდებიან“, - წერს ანჯაფარიძე.

 

„ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების მოსაზრება“, - ამის შესხებ ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner