საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუხლობრივად, მეორე მოსმენით იმსჯელა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე, იმ საწარმოებს, რომლებიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა.
სახელმწიფოს ჩართულობით გაიზრდება კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება ამ დარგში.
ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა სეფაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით, შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის მოხდენა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ეს კი კერძო სექტორს უფრო მდგრადს და, ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში საბანკო და სახელმწიფო დაფინანსებაზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
პ