უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის მთლიან ტერიტორიას თავისად მიიჩნევს.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაშინ ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.