logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვფიქრობ, ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში...
- +

17 აგვისტო. 2016. 17:59


 

კითხვაზე, თუ როგორი პოლიტიკური წონა აქვს მისთვის კონკურნეტს „ქართული ოცნებიდან" ლევან გოგიჩაიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პასუხობს:

 

„ლევან გოგიჩაიშვილი არ არის 105 პლუსი წონის, ყველას ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას 105 კილოგრამის ზევით სიმძიმეების აწევაში, ძალოსნობაში, პოლიტიკური  წონა კი, გაიზომება 8 ოქტომბერს. 8 ოქტომბერს იქნება სასწორი და იქ დაიდება ყველა და ყველაფერი.

 

ლევანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია, ძალიან აქტიური ახალგზარდა იყო, ახლა უკვე აღარც არის მთლად ახალგაზრდა. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ასე, მე ვიღებ ამ რეალობას, ვიღებ ამ ვითარებას. საბურთალოელებს ვპირდები, რომ ვიქნები ჩართული ამ კამპანიაში. უკვე ამომრჩეველის გადასაწყვეტია, კონკრეტულად დავით უსუფაშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში, თუ კონკრეტულად  - ლევან გოგიჩაიშვილი.

 

მე ჩემს თავს ვთავაზობ საბურთალოელებს, რადგან მგონია, თუ რამე ვიცი, ვიცი სწორედ ამ ტიპის საქმე, პარლამენტში ყოფნით შემიძლია სარგებლის მოტანა, სხვასაც შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ არ უნდა დავიყვანოთ ეს არჩევნები კეთილებსა და ბოროტებს შორის ბრძოლაზე, მტრებსა და გმირებს შორის ბრძოლაზე. ძალიან კარგი ადამიანი იქნება წარდგენილი ოლქში, იმ კარგებს შორის უკეთესი, ცოტათი უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ. ვფიქრობ, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner