logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს
- +

22 ივნისი. 2022. 11:40

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

 

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

„გუშინ კახა სამხარაძეს ჰქონდა გამოქვეყნებული სტატუსი სოციალური ქსელის თავის პირად გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია, თუმცა, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ჩემი თხოვნა იქნება, გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა.

 

მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ. თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება თქვენს პირად სივრცეში, თუმცა, ამავდროულად, კარგად გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

კახა კალაძე სამგორის გამგებელზე: მე შეიძლება რაღაც არ მომეწონა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია

 

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის Facebook-სტატუსს, რომელიც მან 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

 

„მე გუშინ გავაკეთე განმარტება კახა სამხარაძის Facebook-სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის მისი პირადი სივრცე. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაც არ მომეწონა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაც კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში ხელშეუხებელია. თუმცა თხოვნა მექნება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს - ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესებით. მე არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ - ყველას გაქვთ მოსაზრების გამოხატვის უფლება პირად სივრცეში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner