ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მოლდოვის ექს-პრეზიდენტის დოდონის შინაპატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე წერს, მოლდოვის მთავრობა დოდონის დაპატიმრებას წარმატებულად მიიჩნევს.
„მოლდოვის ექს-პრეზიდენტ დოდონს შინაპატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივეს. ახლა მანაც რომ დაიწყოს სააკაშვილივით შიმშილის იმიტაცია, თავის მომკვდარუნება და ტირილი, და ითხოვოს სხვა ქვეყანაში გადაყვანა სამკურნალოდ, საინტერესოა, ევროპელები რას იტყოდნენ? მოლდოვის მთავრობას მის დაპატიმრებას ხომ პლუსებში უთვლიან“, - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.